დავით კირკიტაძეს მიმართვა

დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე, დავით კირკიტაძემ დავტოვე თანამდებობა და გავემიჯნე ნაციონალურ მოძრაობას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
დღიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაარსებისა, ვარ ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ასევე ვიზიარებ ახლად შექმნილი ეროვნული მოძრაობის მიზნებსა და სტრატეგიას. მიმაჩნია, რომ დღეს პირადი წყენის და სხვა მიზეზით ნაციონალური მოძრაობის დატოვება არის სისუსტე და ღალატი არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების არამედ იმ იდეალებისა, რომელსაც ჩვენ წლებია ვემსახურებით. ჩემთვის, ისევე როგორც, ნაციონალური მოძრაობის წევრთა და მომხრეთა აბსოლიტური უმრავლესობისთვის ნათელია, რომ ევრო კავშირში და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის ჩვენი ქვეყნისათვის ერთადერთი შანსი, რათა საქართველომ საბოლოოდ მოიპოვოს თავისუფლება, რომელსაც არაერთმა ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა შესწირა თავი.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა ფინანსთა სამინისტრო ტყუილში ამხილა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ფინანასთა სამინისტროდან მიღებულ პასუხსა და ფინანსთა  მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით ბრიფინგი  გამართა.

დაახლოებით ორი კვირის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორმა საქართველოს მთავრობას რუსთავის მოსახლეობისთვის 300 ლარიანი ვაუჩერების დარიგების მოთხოვნით მიმართა. ოფიციალურ წერილთან ერთად გუბერნატორმა სახელმწიფო კანცელარიაში 20.000 რუსთაველის ხელმოწერაც ჩააბარა.  პასუხად  ფინანსთა სამინისტრომ გუბერნიას წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ამ მიზნით თანხები გათვალისწინებული არ რის. აქედან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი ინიციატივა“. თუმცა წერილისგან განსხვავებულ განცხადებას აკეთებს თავად ფინანსთა მინისტრი. ერთ–ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ: ,,ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება არა მარტო გეგმებთან დაკავშირებით, არამედ წინა წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით“. მისივე ინფორმაციით ბიუჯეტში თავისუფალი სახსრების სახით 800 მილიონ ლარზე მეტი დევს.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დავით კირკიტაძე აღნიშნავს, რომ უწყების წარმომადგენლობა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და გაუგებარია, რომელ დოკუმენტს უნდა დაუჯეროს რუსთავის მოსახლეობამ მინისტრის განაცხადს, თუ  უარის წერილს, რომელსაც მინისტრის მოადგილე აწერს ხელს. მისივე თქმით რუსთავის მოსახლეობის აღნიშნული ვაუჩერებით დაკმაყოფილება სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ 15 მილიონ ლარამდე  დაუჯდება. იმ ფონზე კი როცა მინისტრი აცხადებს, რომ ბიუჯეტში თავისუფალი რამდენიმე ასეული მილიონი ლარია რა მიზეზით აგზავნის სამინისტრო წერილს, რომ მოსახლეობის დაკმაყოფილება თანხის არ ქონის გამო ვერ მოხდება. გუბერნატორი განმარტავს, რომ რუსთავის ყველა მოსახლე  წერილს მიიღებს, რომელსაც თან  აღნიშნული დოკუმენტი დაერთვება.  გუბერნატორის განცხადებით რუსთაველებთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება რა იქნება შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ მთავრობა ქალაქის მოსახლეობას ვაუჩერებით დახმარება გაუწიოს.

საქართველოს პრეზიდენტი რუსთავში სოციალურად დაუცველ ოჯახები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი რობიტაშვილების რვასულიან და ალიევების შვიდსულიან ოჯახებს სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში სოციალურად დაუცველ ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ ასანიძეების ექვსშვილიან ოჯახში მივიდა, შემდეგ კი ალიევების 5 - შვილიან ოჯახს ესტუმრა.ასანიძეების ოჯახს, თებერვალში სახელმწიფოს მიერ გაცემული 198 - ლარიანი სოციალური დახმარების გაცემა შეუჩერდა იმ მიზეზით, რომ ოჯახის უფროსმა კომპანია "გზატკეცილ +" - ში სამი კვირის განმავლობაში გზების მშენებლობაზე დროებით იმუშავა და პირად ანგარიშზე შრომითი ანაზღაურება 210 ლარის ოდენობით დაერიცხა.პრეზიდენტი ოჯახის წევრებს გაესაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მას სურს, მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომელიც მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ უნდა დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულებს. პრეზიდენტის თქმით, ახლანდელი მთავრობა აცხადებდა, რომ ფული, რომელიც იხარჯებოდა გზატკეცილებისა და გზების მშენებლობაზე, უნდა დაიხარჯოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, თუმცა დღეს მშენებლობებიც გაჩერებულია და მსგავს ოჯახებს სოციალურ დახმარებებსაც არ აძლევენ"ეს არ არის მთავრობაში და ვიღაცებში პოლიტიკური ს აკითხი, ეს არის საერთო ეროვნული საკითხი, რომ ამ ხალხს ჰქონდეს დახმარება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ოჯახს პრეზიდენტის ფონდიდან დაეხმარება, მაგრამ ასეთი ოჯახი საქართველოში დღეს მრავლად არის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა სიიდან დღეისათვის 11 ათასი ოჯახია ამოღებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ სულ მცირე 25 ათას ოჯახს ამოიღებენ.პრეზიდენტი დაინტერესდა და კითხვით მიმართა ქვემო ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძეს, ჩამოდიან თუ არა მინისტრები რუსთავში. მან აღნიშნა და მოუწოდა მთავრობის წევრებს, ჩავიდნენ რუსთავში და მივიდნენ სწორედ ასეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმებასახელმწიფოს მხრიდან ასეთ ოჯახებზე დახმარება გაიზარდოს, მაგრამ ცუდიათუ ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ვიღაცას მოაკლდა და ვიღაცას გადაუნაწილდეს,.მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაზე. პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ პროექტებს აჩერებენ, ამ პროექტების შეჩერება სწორედ ასეთ სოციალურად დაუცველ ოჯახების ყოფაზე აისახება. მან ასევე დასძინა, რომ მსგავსი ქმედება სრულიად დაუშვებელია.მიხეილ სააკაშვილი ასანიძეების ოჯახში სტუმრობის შემდეგ ალიევების ოჯახს ესტუმრა. მათ ოჯახში ხუთი ბავშვი ჰყავთ და ერთ - ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. პრეზიდენტმა ალიევების ოჯახსაც დახმარების გაცემა პრეზიდენტის ფონდიდან აღუთქვა.

ქვემი ქართლის გუბერნატორმა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად მიმართა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რუსთავის საკრებულოს წევრებთან ერთად 5 თებერვალის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავის მაცხოვრებლებისთვის 300 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ეხება, საქართველოს მთავრობას ოფიციალურად მიმართა.
ინიციატივასთან დაკავშირებით შეგროვებული 20.000 ხელმოწერა დავით კირკიტაძემ მთავრობის კანცელარიას გადასცა.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა



ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ  რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და საგანგებო განცხადება გააკეთა. გუბერნატორი მთავრობის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც სოფლების მოსახლეობისთვის 300 ლარიანი ვაუჩერის დარიგების პროცესს ეხება.  რწმუნებული მიიჩნევს, რომ  სახელმწიფოსგან ვაუჩერი არამარტო სოფლის მოსახლეობამ, არამედ ქალაქისა და მუნიციპალიტეტების ცენტრებში  მაცხოვრებლებმაც  უნდა მიიღონ. გუბერნატორი მოსახლეობას  აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრა. რის შემდეგაც ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დავით კირკიტაძე რუსთაველებთან ერთად მთავრობის წევრებისგან  აღნიშნული ინიციატივის გათვალიწინებას მოითხოვს.

რუსთავის ბიუჯეტი 2013

დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გუბერნატორის პირველ მოადგილესთან მამუკა ჩიქოვანთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილესთან კახა ბარათაშვილთან და რუსთავის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმდჯომარესთან მალხაზ ვეფხვაძესთან  ერთად, 2013 წლის რუსთავის ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეს-კონფერენციას გამართა.



ქალაქ რუსთავის ბიუჯეტი 2003  წელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე, 10 მილიონი ლარი იყო. 2012 წელს რუსთავის ბიუჯეტმა 50 მილიონი ლარი შეადგინა.
ყოველწლიურად რუსთავის ბიუჯეტი საშუალოდ 20 %-ით იზრდებოდა, რაც  დეტალურად მოცემულია გრაფიკში.
2013 წელს კი რუსთავის ბიუჯეტმა 25 მილიონი ლარი შეადგინა და 2012 წელთან შედარებით აღინიშნება  50 % - იანი კლება.
ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილია საბიუჯეტო კრიზისი ან ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან რუსთავის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას.
იმის გამო, რომ რუსთავის ბიუჯეტი არის გასულ წელთან შედარებით განახევრებული, შეჩერდა ქალაქ რუსთავისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტები; როგორიცაა: ლიფტების, შიდა ეზოების, სახურავების, კულტურისა და დასვენების პარკის, სპორტის სასახლის, კულტურის სახლის და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

პრეზიდენტი სოფელ ჯანდარაში მამედოვების ოჯახს სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტი გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრებ მამედოვების ოჯახს ესტუმრა და მათგან რამდენიმე დღის წინათ მომხდარი თავდასხმის დეტალებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველი პირი მამედოვების ოჯახს დახმარებას და დაყაჩაღების შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აუცილებელია პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდეს, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. საუბრისას, იგი ამნისტიის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
პრეზიდენტი იქვე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ რეგიონის პირად კონტროლზე აყვანა აღუთქვა.
პრეზიდენტთან ერთად მამედოვების ოჯახს ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძეც სტუმრობდა.

პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოში


საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოს წევრებსწარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია რუსთავში ყველა სოციალური პროექტის შეჩერება. მისი თქმით, რუსთავში დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონის განვითარებასა და რუსთაველების დასაქმებას ემსახურებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სახელმწიფო ინსტიტუტების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები სხვა არაფერია თუ არა ამ ინსტიტუტებზე ზეწოლა
მაინც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგეს კანონიერება და წესრიგი, ცხოვრება გაგრძელდება კონსტიტუციის პრინციპებით და ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.